ოთხშაბათი, 18.06.2025, 01:10
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » მიხეილ თქვა: "იყავნ ლაზიკა!" ანუ გაზეთების მაგივრად რძე და ყველი
21:21
მიხეილ თქვა: "იყავნ ლაზიკა!" ანუ გაზეთების მაგივრად რძე და ყველი
შესავლის ნაცვლად

ვზივარ და ვფიქრობ, რაზე "ვიპროვოკატორო" დღეს, ისეთი "მსუყე" კვირა იყო - "მაესტრო" და კიწმარიშვილის მიერ "ღობის მწვერვალის დაპყრობა"; მერიის მიერ გამოგონილი ახალი აუქციონები ჯიხურებთან დაკავშირებით, რომლის წყალობითაც შეიძლება, გაზეთის მაგივრად, ერთ მშვენიერ დღეს "რძე და ყველი" შემოგვთავაზონ, და ბოლოს (ბოლოს კი არა, ეგ არი - რაც არი) - მიხეილ პრეზიდენტის ახალი იდეა - ქალაქი ლაზიკა!!!
ხანდახან რომ დავიჩივლებ ხოლმე, არაფერი ხდება-მეთქი ისეთი, რომ წერად ღირდეს, - აჰა, ახლა თავზე საყრელია თემები.
მოკლედ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვთქვათ...


არა, გადავიფიქრე - ცოტ-ცოტა ყველაფერი - არა, ცოტ-ცოტას ჯიხურებსა და "მაესტროზე" ვიტყვი, მიშას ოცნების ქალაქზე კი - უფრო მეტს, რადგან ეს კაცი თუ კიდევ ოდესმე გამაკვირვებდა, არ მეგონა!..
...მერიაში "ჭკვიანმა ბიძიებმა" (ასეთი ტერმინია, თორემ ისე, იქ "ბიძიები" არ მუშაობენ, ასე რომ, "ჭკვიანმა ბიჭბუჭებმა" უნდა მეთქვა) ბევრი იფიქრეს თუ ცოტა (რა ქნან, ზემოდან დაავალეს), პრესის ალაგმვისათვის "უებარი" მეთოდი მოიფიქრეს: პრესა გაიყიდება მხოლოდ იმ ჯიხურებში, რომლებიც სპეციალურად გამოყოფილ 1000 ადგილზე დაიდგმება და მათი პატრონები აუქციონებში გამარჯვებული კომპანიები თუ ინდმეწარმეები იქნებიან.
და ამაში ცუდი რა არისო? - სანამ ვინმე იკითხავთ, "ჯერ შეიცადეთ": იმ აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება, თავის ჯიხურში, პრესასთან ერთად, რაც უნდა, ის გაყიდოს. უფრო მეტიც - უფლება ექნება, საერთოდ არ გაყიდოს პრესა! თითქოს არარეალურია - თუკი ჯიხურს დადგამს, რატომ არ გაყიდის ჟურნალ-გაზეთებსო? მაგრამ პირველი აუქციონების "უცნაურ" შედეგებს რა ვუყოთ - ისინი "კოდამ" და "კუმისმა" მოიგეს. დიახ - სასოფლო-სამეურნეო "პროფილის" კომპანიებმა!
ამიტომ ვთქვი დასაწყისში: ერთ მშვენიერ დღეს, მიხვალთ შეჩვეულ ადგილას გაზეთის საყიდლად და იქ დაგხვდება სხვა ჯიხური, სადაც გაზეთის მაგივრად შემოგთავაზებენ კვერცხებს ან გაყინულ კუპატებს!
ცხადია, ამაზე პროტესტიც გამოითქვა ბეჭდური მედიის მხრიდან და იმედია, როგორც ორი წლის წინ "დაზადნა" ხელისუფლებამ ასეთი პროტესტებისა და საელჩოების ჩარევის შემდეგ, ახლაც ასე მოიქცევა. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო: ზუსტად გამოჩნდა ის ორი-სამი ჟურნალ-გაზეთი, რომელიც ხელისუფლების მიერ იმართება - მათ "მოსწონთ" ეს პროექტი (ახლა ვიცი, ერთ-ერთი მათგანის რედაქტორი კატეგორიულადაც მომთხოვს, დაამტკიცე, თორემ გიჩივლებო, ამიტომ "გვარს არ დავასახელებ").
გრძლად გამომდის სათქმელი, ამიტომ "მაესტროზე" მხოლოდ ორიოდე სიტყვას ვიტყვი, თორემ "ლაზიკასათვის" ადგილი არ მეყოფა და ამას ვერ ავიტან.
"მაესტრო" რა - ეროსი გადაძვრა ღობეზე და "ეგრე დარჩა", ზის ახლაც იქ და თავის თავს ელაპარაკება... კარგი, ამაზე - სხვა დროს...
ახლა კი - "ლაზიკა"!!!!!! (არ ვიცი, რამდენ ძახილის ნიშანს დამიტოვებს კორექტორი, მე მთელი სტრიქონი შევავსე) მიხეილ, მიშა, მიშიკო, მიხო - კარგი, რააა... აი, ხომ შეიძლება, "უცნაურობასაც" (კარგა ხანს ვიფიქრე, რომ ეს "ნორმატიული" სიტყვა მომეფიქრებინა) ჰქონდეს საზღვარი?!
რატომ არ გეცოდება ის შენი მთავრობის წევრები მაინც? იმ დღეს, მომავალი ქალაქის "შემოგარენს" რომ ათვალიერებდით ვერტმფრენიდან, ერთი იმათი თვალები უნდა გენახა! მაგრამ სად გეცალა იმათი თვალებისთვის - მომავალი მეგაპოლისის მერიისთვის ადგილს არჩევდი ალბათ. ან სულაც პარლამენტისთვის - ილიკო ჩიგოგიძის არ იყოს, დავუყენოთ ბარემ იმ ქუთაისის პარლამენტს ოთხი ბორბალი და გავაგოროთ ზღვისკენ...
10 წელიწადშიო! აქ ავაშენებთ ნახევარმილიონიან ქალაქსო!
10 წელიწადშიო - 2013-ში წავა, არა, ისა...

P.S. სოციალური ქსელები და ზოგადად, ინტერნეტი მივიარ-მოვიარე და პრეზიდენტის ახალ იდეაზე აღფრთოვანებით "ნაციონალების" ხელფასიანი მაქებრებიც კი არაფერს ამბობენ...
არადა, მე მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვიცი, რომელიც აღფრთოვანებულია "ლაზიკის" პერსპექტივით!
ვერ გამოიცანით, ხომ? გეტყვით: ნათესავებს ველაპარაკე ბათუმში და სიხარულით აღარ არიან - ახალი გასართობი იპოვა და ჩვენ თავს დაგვანებებსო...


პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”


ნანახია: 901 | დაამატა: londa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 10
0  
1 მიხო   (09.12.2011 22:33) [Материал]
ნუთუ მოგაგენით?

0  
2 ქაჯანა   (09.12.2011 23:21) [Материал]
ლონდაჩკა სადა დრევანდელი 100 ცელსიუსი biggrin ვაიმე გრადუსი როგორ დავსწერო??? biggrin

0  
3 ქაჯანა   (09.12.2011 23:22) [Материал]
გაიგეთ???ლალი მოროშკინას ჩათლახი ტამარია ფხაკაზე უცემია

0  
4 ქაჯანა   (09.12.2011 23:23) [Материал]
ჰაჰაჰაჰ ჩემი ავატარიიიიიიიიიიიი ჰაჰაჰაჰაააა რა მაგარიაა სად მივეთრევი ნეტავ სად??

0  
5 ქაჯანა   (09.12.2011 23:35) [Материал]
ვაიმეე რაღაცა უნდა ვთქვა biggrin რა და

არ გინდოდათ რძე და ყველი?? .................

0  
6 პაკო   (10.12.2011 05:36) [Материал]
აბა გოგოებო რომელი ხართ გასათხოვარი. იჩქარეთ ! ნახეთ რა სასიძო გავჩითე

0  
7 პაკო   (10.12.2011 05:43) [Материал]
biggrin biggrin პრივეტ ტერიკო. რა მაგარი სჰუსტრი ტიპია ერთი ამას შეხედე biggrin მაგრად ვიცინე

0  
8 პაკო   (10.12.2011 05:56) [Материал]
ბავშვთანაც რო პატარაა ტიპი biggrin თან როგორ გაეცეკვება ბავშვს biggrin

აუ ეს იდიოტები ნახე რააა მაგრად ასხიათ

0  
9 guesswho   (20.12.2011 16:33) [Материал]
ველოინტერვიუ- ჟურნალისტიკის ახალი ჟანრი biggrin

http://itv.ge/index.php?CID=20024&m=16

0  
10 guesswho   (20.12.2011 16:46) [Материал]
მაგრად დაჰყავს ცალი ხელით biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025