ბიძინა ივანიშვილი: სულითა და გულით ვულოცავ ჩემს თანამემამულეებს, ჩემს საყვარელ ხალხს ახალი, 2015 წლის წლის დადგომას!
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ახალ წელს ულოცავს. ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობას ბედნიერებას და წინსვლას უსურვებს. ამასთან, ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რაც ერთიანი ძალით და ერთმანეთის გვერდში დგომით გახდება კიდევ უფრო უკეთესი. "სულითა და გულით ვულოცავ ჩემს თანამემამულეებს, ჩემს საყვარელ ხალხს ახალი, 2015 წლის წლის დადგომას! მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს, ყველა ოჯახს ბედნიერება და წინსვლა. დარწმუნებული ვარ, 2015 წელი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთიან მიზანს - დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ჩვენ სწორ გზაზე ვდაგავართ და ერთიანი ძალით, ერთმანეთის გვერდში დგომით გავხდით ჩვენს მომავალს უკეთესს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. |
მთავარსარდალმა შეიარაღებულ ძალებს ახალი წელი მიულოცა (ვიდეო) for.ge2015-01-01 12:54:58ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წლის დადგომა საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. ახალი წლის მილოცვა ავღანეთში ტელეხიდით დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსთან, ბრიგადის გენერალ გიორგი სურმავასთან ერთად, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეო-კონფერენციის საშუალებით დაუკავშირდა. |
გიორგი ვოლსკი: დამნაშავესთანაც რომ გქონდეს საქმე იმ სიტყვების წარმოთქმა დაუშვებელი და სამარცხვინოა
![]() მისივე განმარტებით, ყველა ადამიანს, მითუმეტეს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს კანონის დაცვა ევალება. ,,რა ოპერაციას არ უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პირს, მითუმეტეს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს კანონის დაცვა მართებს. დამნაშავესთანაც რომ გქონდეს საქმე კანონიდან გადახვევა და იმ სიტყვების წარმოთქმა რაც გუშინ გავიგონეთ დაუშვებელი და სამარცხვინოა. ეს ქმედებები ახასიათებდა არ მხოლოდ იმ კონკრეტულ პირს ვისგანაც მოვისმინეთ, არამედ იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას", _განაცხადა ვოლსკიმ, ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში. მისივე განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს. |
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო ![]() 2013-12-28 14:16:27საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო:"მე აქ იმ ხალხთან ერთად მოვედი, რომელიც მედგრად იდგა ქართული ისტორიის იმ ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი. დღეს ჩვენ ასევე პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებმაც 20 წლის წინ ჩვენს ერში ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს. ზვიად გამსახურდიას საფლავთან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ |
ბარაკ ობამამ ნაციონალები „გააწბილა" ![]() თეონა მანაგაძე2013-12-28 14:55:27ამერიკის პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობას" იმედები გაუცრუა. კონგრესმენ ტერნერის მცდელობის მიუხედავად, რომელიც თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოში მიმდინარე პროცესების ასახვას ითხოვდა, დოკუმენტში ე.წ. პოლიტიკური ოპონენტების დევნის ფაქტი ვერ მოხვდა. |
საზოგადოება მეგი სანოძე | 2013-11-23 12:50:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე ‘’Facebook-ის’’ საკუთარ გვერდზე ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ფრაზად „გაასაღა" ტექსტი, რომელიც კობახიძემ „ხმალივით მოიქნია ტრიბუნაზე": "ქალბატონმა ვიცესპიკერმა თავის სიტყვაში წაიკითხა ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან ამის შემდეგ, პირადად მივმართე, რომ წყარო მიეთითებინა... ქალბატონმა მანანამ, კოლეგა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან გადამამისამართა, მან ნახა ეს სტატიაო. მივმართე ბატონ კვაჭანტირაძეს. მითხრა ახლავე მოგიძებნიო. უკვე 40 წუთია ეძებს - წერს გოგა ხაჩიძე. აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს. „აი, ასეთი სიმართლით დადიხართ (თქვენი ველოსიპედით) ამ ქვეყანაზე ჩემო ხაჩიძევ. ეს ვიდეო, რომელიც თქვენი გურუს სრული ლუსტრაციაა მე დიდი ხანია ავტვირთე აქვე, ჩემს გვერდზე და ქვემოთ თუ ჩაყვებით, ნახავთ, მაგრამ, რისი ნახვაც არ გსიამოვნებთ, რისი ნახვაც აშიშვლებს სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიას ამას თქვენ ვერც დაინახავთ. საძაგლობაა ამის მოსმენა, მაგრამ თქვენდამი პატივისცემის ნიშნად არ გაგაწბილებთ და აქაც დავდებ, განმეორებით. ასევე ყველანაირი სიამოვნების გარეშე გავუგზავნი ამ ვიდეოს ჩვენს საერთო მეგობრებსაც, ვისაც თქვენ სააკაშვილის ქება-დიდებით ყურები გამოუჭედეთ. იმას მაინც თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი თავგადადებული ადვოკატობით პასუხისმგებლობას თქვენ პირადად ასევე იზიარებთ იმ სიტყვებზე, რასაც სააკაშვილი ამ ვიდეოში ამბობს? ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, მოწოდება და დავალება ადამიანების განუკითხავად მოკვლისა და განადგურებისა. ფრთხილად იყავით, დაუფიქრებლად ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. დამიჯერეთ ერთხელ მაინც", - წერს კვაჭანტირაძე. ვიდეო, რომელზეც მანანა კობახიძე საუბრობდა: https://www.youtube.com/watch?v=TWYAZD3AeO8&feature=youtube_gdata_player |
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა უცხოელების საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე ![]() 2013-11-17 15:44:56ბატონებო და ქალბატონებო,მოგესალმებით და ქართველი ხალხის, ხელისუფლებისა და პირადად ჩემი სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დროს ჩამობრძანებისათვის. |